“მთელი წელია ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ. დღეს ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ. მოვისმინე ასევე “ქართული ოცნების” წინადადება – მობრძანდნენ პრობლემა არ არისო, უქმე დღეებშიც ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე მათ ვერ დააბრალებ. თუ მუშაობა გვინდა, შეგვიძლია ვიმუშაოთ დღესაც”

ამის შესახებ “გირჩის” ერთ – ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მხრიდან უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების თაობაზე კრიტიკას გამოეხმაურა.