დღეს კლინიკადან 8 პაციენტი გაეწერება, ძალიან გვიხარია, ამდენი არასდროს გაგვიწერია – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

,,დღეისთვის 8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან. რაც ბოლო 24 საათსი ყველაზე მეტად გვახარებს, იმიტომ, რომ ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. დაახლოებით, 17 პირველადი უარყოფითი პასუხია მოსული. ველოდებით, თუ ხვალ მოვიდა 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ 17 პაციენტი დატოვებს კლინიკას”, – თქვა რატიანმა.

მისივე განცხადებით, რეანიმაციაშია 8 პაციენტი, აქედან 7 მართვით სუნთქვაზეა.

რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მთლიანობაში 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო დაფიქსირებული, აქედან 119 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკაში 90 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 107 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.