დღეს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ისევ მოიხსნება.
7 იანვრის 21:00 საათიდან შეზღუდვა კვლავ ძალაში შევა.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვრიდან ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ის 24 დეკემბერს მცირედით შემსუბუქდა – გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, თუმცა 2 იანვრიდან ისევ დაიკეტა.
მთავრობის დადგენილებით, 18 იანვრიდან შეზღუდვების შემსუბუქება უნდა დაიწყოს.