დღეს კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს, ნაცვლად 21:00 – 05:00 საათებისა.

ასევე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში, 2–დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.

გარდა ამისა, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.