დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ჩვენზე წინ, ჯერჯერობით. ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულია. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების ქულა გაიუმჯობესა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მიღწევები გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს წარდგენაზე