დღეს, 20 აპრილს, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი,მოხსენებით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე.
აპატურაი კომიტეტის სხდომაზე კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში საქართველოსთან ნატო-ს თანამშრომლობაზე ისაუბრებს. სხდომა 10:30 საათზე დაიწყება.
ჯეიმს აპატურაი უკვე საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებთან. პარლამენტის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში. ის ასევე შეხვდება ელჩებს.