დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის რანგში „მინისტრის საათის” ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში პირველად მოუსმენენ.

ცნობისთვის, „მინისტრის საათი“ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.