დღეს პირველად მივხვდი, რომ ამ კაცს ვკარგავთ – გვარამია სააკაშვილზე

“დღეს პირველად მივხვდი, რომ ამ კაცს ჩვენ ვკარგავთ”,– ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკტი, ნიკა გვარამიას.

მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს სახე და კიდურები შეშუპებული აქვს, ასევე, უჭირს ლოგიკური ჯაჭვის აწყობა.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში ათჯერ და მეტჯერ შევედი, ვაკვირდები ამ დინამიკას და ბუნებრივია, დინამიკა უარესობისკენ იცვლება, მაგრამ ახლა დრამატული სხვაობა დამხვდა. ბოტკინური, ყვითელი ფერო ეტყობა, დასუსტებულია, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ, მან შეძლოს გადაადგილება. მისი შემართება არის ბოლო ენერგია, რომელსაც ის თავს უყრის და ჩვენ გვაჩვენებს, რომ მხნედ არის. მას უჭირს მეტყველების დროს ლოგიკური ჯაჭვის აწყობა და ვერ იხსენებს ძალიან მარტივ რაღაცებს.

ეს კაცი შეიძლება დგას ფეხზე, შეიძლება არის მხნედ და ომახიანად, მაგრამ ის არის ძალიან ცუდად”,– ამბობს გვარამია ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა შიმშილობს.