“დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ” – ასე მიმართა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
“ყველას გთხოვთ, მათ შორის ოპოზიციას, ოპოზიციის იმ ნაწილს რომელიც აყოლილია ნაცმოძრაობას, ნაცმოძრაობის ტელევიზიებს, ნუ გახდებით ამ ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები, ამისი ნიშნები არის. საქართველოში დღეს ჩვეულებრივი ომია, ჰიბრიდული ომი, ცივი ომი, და ეს სამწუხაროდ მიმდიანრეობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის კვალდაკვალ უკრაინაში, შესაბამისად, ამ ომის ჯარისკაცები ჯარისკაცები არავინ არ უნდა გახდეს, რაც არ უნდა პროპაგანდა მიმდინარეობდეს შიდა ნიუსრუმებში პროპაგანდა თუ შიდაპარტიული პრპოაგანდები. რაც შეეხება ხუმრობით, დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ”.