„მე არ ვეთანხმები არც ერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე, ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას, ან ქმნის ისეთ მოლოდინს, თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი. ჯერ კიდევ არის დრო, ჯერ კიდევ არის პუნქტების შესრულების დრო და საზოგადოება არის ძალიან ფხიზელი, როდესაც ხედავს, რომ ხელისუფლება ზურგს აქცევს 12 პუნქტის შესრულებას. ამიტომ ვერ გაბედავს ამას „ქართული ოცნება“ და დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია პოლიტიკური შეცდომა, შეცდომაში შეყვანა როგორც საზოგადოების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომელიც ჩვენგან ელოდებიან მუშაობას და არა რიგგარეშე არჩევნების მოწყობას“,
ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.