დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და *ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ – ჯაფარიძე კობახიძეზე

დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და &ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ – წერს “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ოცნების” თავმჯდომარის თავდასხმაზე.

”მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ, ზოგადად ასეა. ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის ‘კაგებეშნიკის’ დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა, არის ერთი მხრივ გახუნებული, მეორე მხრივ კი – უაზრობა

აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ (‘კაგებეშნიკები’) ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა.

რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა – ჩემი აზრით ერთის დედაც და მეორესიც, მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ დღეს აქ. ასეთი ხალხი ვწვალობთ რომ ვისწავლოთ ხელახლა რას ნიშნავს თავისუფლება, ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას – მარტივია ჯალათების და მონების პოვნა.

ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და &ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ. დღევანდელ &ლეებს მივხედოთ, რომ ჩვენ შვილებს იგივეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე.”-აცხადებს ჯაფარიძე.