ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ოცნება 48%–ზე ბევრად მეტს აიღებს.
“მოსახლეობის ნახევარმა მისცა ხმა ოპოზიცია და მათი დამოკიდებულება უკვე არის შეცვლილი იმ ოპოზიციის მიმართ, რომელმაც მათ იმედები რეალურად გაუცრუა. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ელექტორატს, რომლებიც, მათი ელექტორატის შეხედულებით იყო ნაკლებად რადიკალური და ხედავენ ისინი დღეს, ეს ელექტორატი ხედავს, რომ ისინი რაღაც რადიკალურ პროცესებში არიან ჩართული.
შესაბამისად, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ბევრად უფრო მეტს მიიღებდა. ზუსტად ამ ქაოსის გათვალისწინებით და არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც პოზიციის მხრიდან არის გადადგმული”, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.