“დღეს რურუას საკითხზე ლაპარაკზე განაცხადეს უარი”- მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებაზე დღეს გიორგი რურუაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ამაზე უარი განაცხადეს.პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ ის და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
“გიორგი რურუაზე და სხვა პოლიტიკურ პატიმრებზე იცით, რომ ძალღონე არ დაგვიკლია არასდროს. ყველა შეხვედრაზე ამაზე ვსაუბრობდით. დღეს ამ საკითხზე ლაპარაკზე განაცხადეს უარი”, – განაცხადა იოსელიანმა.