დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაყურებლებს მათთვის საინტერესო კითხვების გაგზავნა შეეძლებათ პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: gankhilva2020@parliament.ge.
მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა რეკომენდაცის საფუძველზე დაიგეგმა, რომ საყოველთაო განხილვა არა საზოგადოებაში გასვლის გზით, არამედ ტელეკომუნიკაციის საშუალებით მოხდეს. მისივე ინფორმაციით, საერთო სახალხო განხილვები, ერთი თვის განმავლობაში უნდა შედგეს.