დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას სალომე ზურაბიშვილი დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნის ინფორმაციით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გუშინ პრეზიდენტმა მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა. მან მოითხოვა, დაწესდეს ე.წ. მწვანე პასპორტები, სავალდებულო ვაქცინაცია რისკჯგუფებისთვის და აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობა.