ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 081 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, Stopcov-ზე ვკითხულობთ.
დღევანდელი დღის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 255 564, გამოჯანმრთელებულია – 245 527, გარდაცვლილია – 3 108, ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18 007, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 627, PCR ტესტით – 7 380.