დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე – სალომე ზურაბიშვილი

მე როგორც სახელმწიფოს მეთაურს მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა

 

“თუ გვინდა რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწიფოსა და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე.

ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟმისა და კომენდანტის საათის გამო, შესაძლოა, ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

.