რესპუბლიკური პარტიის ლიდერი არ ეთანხმება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას პარლამენტის დატოვების შესახებ.
სამნიძის თქმით, ოპოზიციამ დასავლელი პარტნიორები უნდა ჩართონ ამ საკითხში, ხოლო ქართული ოცნების “კუნთების თამაშს” იმავეთი არ უნდა უპასუხონ.
“ძალიან ადრეა ლაპარაკი ვინ რჩება პარლამენტში და ვინ არა, დღეს ჩვენ ვართ პარლამენტში და ნიშნავს, რომ სანამ პარლამენტში ვართ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ. მე დღეს ულტიმატუმების ენით საუბარი არ მგონია სწორი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ულტიმატუმების ენით დავიწყეთ საუბარი და დღესვე ვთქვით, რომ თუ ამას გააკეთებს “ოცნება” მე წავალ ბრძოლის ველიდან და იქიდან დავაკვირდები რას გააკეთებს “ქართული ოცნება”, ეს მე სწორი არ მგონია.
დღეს როდესაც ეს ნაბიჯი გადადგა ირაკლი კობახიძემ, დაიწყებს კუნთების თამაშს. ჩვენ იგივე ენით კი არ უნდა ვუპასუხოთ, უნდა ჩავართოთ დასავლელი პარტნიორები არ საკითხში”,– თქვა ხათუნა სამნიძემ მთავარი არხის ეთერში.
მამუკა ხაზარაძეს აქვს ინიციატივა, რომ თუ მმართველი ძალა მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მას ეთანხმებიან პარლამენტის ცალკეული დეპუტატები.