“დღეს უსამართლობისა და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო.
უკვე თვეებია ახალგაზრდები ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ემზადებიან კლუბების გასახსნელად.
მთავრობაც და თბილისის მერიაც ვითომ ეთანამშრომლა. სინამდვილეში მოატყუა და დარტყმის ქვეშ დააყენა საკლუბო ცხოვრება, რომელიც თანამედროვე თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათია.
როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის ესტრადნიკების კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსებენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია”
წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.