“დღეს მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასოებში “- ამის შესახებ, მეუფე სტეფანემ, ქადაგებისას განაცხადა.
“პირველ რიგში, დარტყმა მიდის და მაშინაც მიდიოდა ეკლესიაზე მებრძოლ უღმერთოთა კავშირების ჩამოყალიბებით დაიწყეს ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და ამითი უნდოდათ კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელება. დღეს მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასოებში და იმ ასოებით ცდილობენ, რომ ებრძოლონ ჭეშმარიტ საზოგადოებას და ღმერთს თვითონ, რომლითაც ფაქტიურად, ადამიანის ცხოვრება არის გარანტირებული”.- განაცხადა მეუფე სტეფანემ.