დღეს “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

მისი თქმით, დაწყებულია კანდიდატების შერჩევის პროცესი.

„ბუნებრივია, მზადება აქამდეც დაწყებული იყო, ოღონდ ახლა რეალურად დავიწყეთ მთელმა გუნდმა მზადება. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, ახალი თვითმმართველობის კოდექსი იქნება, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.