დღეს ღამის კურიერი ეთერში არ გავა – COVID19-ით ინფიცირებული კურიერის ჟურნალისტია

დღეს ღამის კურიერი ეთერში არ გავა – COVID19-ით ინფიცირებული კურიერის ჟურნალისტია.  ტელევიზიაში ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება იწყება, მათივე ინფორმაციით, ცვილებები შევა ყოველდღიურ სამუშაო პროცესშიც რომელზეც, მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და  დაინერგება შესაბამისი პროტოკოლი, რომ არ გაჩერდეს მაუწყებლობა.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ დღეს გადაცემა ღამის კურიერი მოგვეხსნა ეთერიდან, უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს შეფასებული რისკები, ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერაციით საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სხვები”, –  განაცხადა ირაკლი იმნაიშვილი.