“ნამდვილად მგონია, რომ დღეს ყველაზე არათავისუფალი ადგილი საქართველოში არის თავისუფლების მოედანი. ყველაზე უფრო თავისუფლებააყრილი ადამიანები არიან იქ შეკრებილები. ბევრია ისეთი, ვისაც მართლა სჯერა, რომ ნაციონალური მოძრაობის პანაშვიდზე მივიდა, მაგრამ იმის გვერდზე რომ ათასობით ადამიანი მივიდა, რომელიც მძევლად არის აყვანილი, რომ სამსახური არ დაკარგოს, შვილი არ დარჩეს მშიერი, სხვა გამოსავალი არ აქვს. სოციალური ვალდებულება აქვს იქ ყოფნის, ეს უფლება რომ წავართვით ხალხს, ამით ქართულმა ოცნებამ ძალიან დიდი მორალური დანაშაული ჩაიდინა”

თქვა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია აქციას მართავს.