დღეს ყოველი 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ყველაფერი კეთდება, რომ დაწესებული შეზღუდვები პოლიტიკასთან კავშირში არ იყოს.

მისი თქმით, ყოველი 125 ინფიცირებულიდან 1 პაციენტი იღუპება.

„ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს ყველაფერი ისე კეთდება, რომ აღქმაშიც არ იყოს, რომ ეს არის პოლიტიკურთან რაიმე კავშირში. ამ გზით უნდა ვიაროთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები დავაწესოთ. დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები იყოს ისე, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ ეს არის რეალობა. დღეს 125 ავად გამხდარისგან ერთი იღუპება. რომ გადავითვალოთ, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტიც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“,- განაცხადა იმნაძემ.