კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღეს, 1-ელ ივნისს მისი ძალების ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დატოვებენ, დანარჩენები კი 5 ივნისისთვის გამოვლენ.
“დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 რიცხვამდე, როგორც ვვარაუდობდით, არა?[…] აქ განვთავსდებით, ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. აქ მოვემზადებით, დავისვენებთ და ასე შემდეგ… მოგესალმებით ზურგის ზონაში”. – უთხრა პრიგოჟინმა ვაგნერელებს.