დღეს, 19:00 საათზე ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

ოპოზიცია დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავს. ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. ყველა ვინც დღეს აქციას შემოუერთდა და გარდა ამისა, ვთხოვ ყველას, რომ დღეს გამოვიდეს რუსთაველზე 7 საათზე.

ვინც გვაკრიტიკებს ხშირ შემთხვევაში და ვისაც არ მოსწონს ხოლმე სტრატეგია, ეს რატომ არ ხდება, ის რატომ არ ხდება, ახლა არის შანსი, რომ გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს რეჟიმი. მე მესმის, ძალიან დაიღალეთ, 24 საათია ფეხზე ვართ, ნამგზავრია ბევრი… 7 საათზე რუსთაველზე.

ჩვენი ცენტრალური ოფისის კარები ღიაა, გვექნება კოორდინაცია შტაბებთან. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, არ არის სპრინტი, არის მარათონი და ყველანი უნდა ვიყოთ შემართებით. ამიტომ ვისაც საკუთარი ხელით უნდა ბრძოლა და შეცვლა, ყველას ვეპატიჟებით დღეს 7 საათზე”,– თქვა ხატია დეკანოიძემ.