დღეს, 20:00 საათზე თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან აქცია გაიმართება

აფხაზეთში,  ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით,
დღეს, 20:00 საათზე თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან  “გირჩი მეტი თავისუფლება” აქციას გამართავს.
”ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გასატარებელი ამბავი არ არის!
ბელორუსიის საელჩოსთან ვიკრიბებით დღეს 20:00 საათზე!
მისამართი: კრწანისის ქუჩა N18″ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა და მას სასურველი სტუმარი უწოდა, რომელსაც აფხაზეთში დიდხანს ელოდნენ.