პირველი იანვრის 21:00 საათიდან ქუჩაში გასვლა ისევ აკრძალულია და მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საღმოს ცხრა საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ერთი ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი იმოქმედებს 6 იანვრის ღამესაც.