პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი დატოვებს. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ დღის ბოლომდე კლინიკიდან კიდევ 10 პაციენტი გაეწერება.
რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში რეანიმაციაში 4 პაციენტი რჩება.
“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზენაკლები პაციენტი – 75. აქედან არის 58 ინფიცირებულია.რეანიმაციაში გვრჩება 4 პაციენტი, აქედან 1 გადაგვყავს თერაპიულ განყოფილებაში, ანუ გვრჩება 3 პირი. 2 პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. 1 პაციენტი მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. რამდენიმე დღე დაველოდებით და ალბათ ორშაბათს გადავიყვანთ თერაპიულ განყოფილებაში.
მივიღეთ 2 ახალი პაციენტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ისინი არიან საეჭვო, მაღალი რისკის შემთხვევები. ველოდებით ანალიზის პასუხებს”,- განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 288 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, 9 გარდაიცვალა.