“დღეში 3000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”- ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
“დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე და გვაქვს ორი პერსპექტივა. პირველი – ვაქტიურობთ ვაქცინაციის მხრივ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სტაბილური და კარგი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სამწუხაროდ, თავიდან ძალიან დაბალი აქტივობა იყო. სულ აცრილი გვყავს 4300 პიროვნება, რაც ძალიან ცოტაა. იმისათვის, რომ გავიდეთ სამიზნე მონაცემებზე და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა ავცრათ 3000 ადამიანი. 15-ში დავიწყეთ აცრა და მხოლოდ 4300 ადამიანია აცრილი, რაც იყო საგანგაშო. საბედნიეროდ, დღეის მონაცემებით, ამ 4 300 ადამიანის გარდა დარეგისტრირებულია კიდევ 11 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი.”- აცხადებს ცერცვაძე