“ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, რადგან ეს საკითხი საქართველოს საზოგადოებამ დღის წესრიგში არ დასვა. ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და აქედან გამომდინარე, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები.
არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მთავარია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოფილიყო კონტროლის ქვეშ, რაც უკვე კარგა ხანია არის. ამის შემდეგ, მისი პირადი საქმეა, რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ამის ინტერესი ნამდვილად არ აქვს“
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე.