“ეგ ყველაფერი აქამდეც იყო დასჯადი. პრობლემა იყო არა კანონში, არამედ პრობლემა იყო კანონის აღსრულებაში. მე არ მახსოვს არც ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება დაესაჯოთ ან მოსყიდვისთვის, ან ძალადობისთვის, ან იძულებისთვის. ეს არის თავის მოწონება ჩვენს პარტნიორებთან, რომ აი, რა კარგ რაღაცებს ვაკეთებთ. რეალურად, ეს უკვე იყო კანონში. აღსრულება თუ არ მოხდა, რაც არ კარგი კანონი იყოს, არანაირი აზრი მას არ ექნება. დასჯის იურიდიული საფუძველი აქამდეც ჰქონდათ”, – აცხადებს კაპანაძე.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს ინიციატივით გამოვიდა, ამომრჩევლის დაშინება და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს.
მისი განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას, ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.