იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, თამარ კორძაიას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი.
უწყების ცნობით, ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი.
“ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური. გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ. იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”,- წერია განცხადებაში.