რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს ახმატს გადასცენ.
“ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს“.- ამბობს პრიგოჟინი და აღნიშნავს, რომ ის უკვე უკავშირდება ახმატის წარმომადგენლებს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე პოზიციები გადასცეს.
ცნობისთვის, გუშინ, 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. პრიგოჟინი უკრაინის ქალაქის დატოვების მიზეზად, სამხედრო შეიარაღების უქონლობას ასახელებს.