ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხეშია – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო გზაჯვარედინზეა, საფრთხე ემუქრება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობებს. ყველა, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და ეროვნული ერთობის დიალოგი დაიწყონ. ყველა მათგანს ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალის წინაშე”. – წერს კუბილიუსი ტვიტერზე.