ევროკავშირთან ენერგოსისტემის დასაკავშირებლად შავ ზღვაში გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება – ნათია თურნავა

“ევროკავშირთან ენერგოსისტემის დასაკავშირებლად შავ ზღვაში გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება” –  ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით,  შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტი საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელში ასოცირების სხდომის ფარგლებში განიხილა.

“მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ამის შესახებ უკვე მოვახსენეთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ დასავლურმა კომპანიებმა, ამიტომ ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმაც მოუწოდეს მათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც შესწავლის დაფინანსებაში, ასევე შემდგომში ინვესტორებისა და კონტრაქტორების მოძიებაში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.