„ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე, როგორც ივანიშვილის პრემიერი, მისი ავტორიტარული ქმედებების გამო იმდენად მიუღებელია არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ევროკავშირის ელჩებისთვის, რომ პრემიერის ანგარიშს დემარშის სახით ევროკავშირის ელჩებიდან მხოლოდ ერთი – უნგრეთის ელჩი ესწრება. ეს პროტოკოლით გათვალისწინებულია, როგორც სავალდებულო ელჩებისთვის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ მიუღებლობას „ქართული ოცნებისადმი“, რომელიც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი თავისი ავტოკრატიული ქმედებების გამო მინიმუმ ოქტომბრამდე გაყინა. შესაბამისად, პრემიერის ტყუილების და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად აქ არამხოლოდ ოპოზიცია არ გახლავთ, არამედ ევროკავშირის ელჩები, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ კონკრეტულად ირაკლი კობახიძე და მისი მთავარი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად მიუღებელი და „პერსონა ნონ გრატა“ გახდნენ ევროკავშირისთვის. ეს დემარში კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელია რომ დასავლეთი და ევროკავშირი ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ამ ფორმითაც მხარს უჭერს“,
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.