პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ხვდებიან.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრა უკვე 1 კვირაა ჩანიშნულია და დაუგეგმავად არ გამართულა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ელჩებს დემარშის გამოცხადება სურთ, თუმცა ოფიციალურად აღნიშნულზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
ცნობისთვის გუშინ, პრემიერმინისტრმა რუსული კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩი საჯარო დისკუსიაში გამოიწვია.