ევროპარლამენტში გამოსვლისას მაკრონმა ნათლად განაცხადა, რომ მის გულში უკრაინა უკვე ევროკავშირის წევრია და მან ასევე ისაუბრა მოლდოვისა და საქართველოს შესახებ, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ლეგიტიმური უწოდა. თუმცა, ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაფართოება ისეთი პროცესია, რომლის ნაჩქარევად განხორციელება არასწორია. თუ ვაპირებთ, რომ ევროკავშირი გავაფართოოთ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, რომ გაფართოებისთვის ვიმუშაოთ, ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება”
აცხადებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი სამოქალაქო საზოგადოება “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ორგანიზებით მიმდინარე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.