,,ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში პრობლემას ვერ შექმნის. ის ევროპალრამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარებასა და ,,ნაციონალური მოძრობის ძმაკაცების” ციხიდან გამოშვებას შორის ტოლობის ნიშანი ვერ იქნება.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში, შესაბამისად, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებითაა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და ნაციონალური მოძრაობის ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი”, – ამბობს მათიკაშვილი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოსთვის Covid19-თან დაკავშირებული კრიზისის შედეგების დაძლევის, ეკონომიკური აღდგენისა და რეფორმების საქმეში ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მრავალმილიონიანი დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობასთან.