ევროკავშირის დახმარება თუ 19 აპრილის შეთანხმებაზეა მიბმული, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას – კალაძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თუ ევროკავშირის დახმარება 19 აპრილის შეთანხმებაზეა მიბმული, პასუხისმგებლობა პირდაპირ ოპოზიციას ეკისრება

 „რა თქმა უნდა, თუ შეთანხმებაზეა მიბმული, პირდაპირ ეკისრება პასუხისმგებლობა ოპოზიციას. რეფორმებს რაც შეეხება, ვიცი, რომ ყველა რეფორმა ტარდება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. 19 აპრილის შეთანხმება “ოცნებას” არ დაურღვევია, სხვა პარტიებმა დაარღვიეს.”ქართულ ოცნებას“ პირობა არ დაურღვევია. ეზრუნათ იმ ადამიანებს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, რომ მოეწერა ხელი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას.”- განაცხადა კალაძემ.