ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ზურა მახარაძე და რამდენიმე რადიკალი დააჯარიმეს

ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯვის და დაწვის ფაქტზე პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის  ლიდერი ზურა მახარაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

ამ ეტაპზე 7 პირია დაჯარიმებული.

მანამდე პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი “პირველებთან” აცხადებდა, რომ ყველა რადიკალის იდენთიფიცირება ვერ მოიახდინა.

ასევე, ზურა მახარაძემ გუშინ, 14 მარტსს განცხადება გაავრცელა, რომ ევროკავშირის დროშა სწორედ მან ჩამოგლიჯა და  გომელაურის უწყებას მიმართაა, რომ “ქვითარი გაუგზავნონ, რათა ჯარიმა გადაიხადოს”.

ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ [ევროკავშირის დროშა], ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს”- თქვა გუშინ მახარაძემ.