შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომლებსაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება და ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს. თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ მათ, იმიტომ, რომ რაღაც გამწვავებები ემართებათ ღამ-ღამობით. ეს ტერორისტული შიდა დაჯგუფებაა, რომლის გაცხადებული მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა.
(…)მეორე მხრივ, ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს, თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება, სადილზე, ვახშამზე, რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების ყველა მათი თანამონაწილეობა იქნება, თუ კი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან.
მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, რომ ამჯერზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს, შარშან, დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ასე შემდეგ. გვახსოვს დღემდე დუმილი, არცერთს არ გაუკიცხია ეს ძალადობა, შიდა ტერორიზმი, რომელიც დღეს გამოძიებიდანაც ირკვევა, ამაში იხარჯებოდა ევროკავშირის, ფული ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში და დღემდე ერთი განცხადებაც არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა.
ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული, ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს არ პასუხობს, თუ როგორ იხარჯებოდა, იხარჯებოდა თუ არა და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე.
ამიტომ, ყველა უცხოელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს და მათ კომუნიკაციებს და შეხვედრებს, მათ შორის, ტერორისტებთან, რადიკალებთან შეხვედრების გატარებას, მე პირადად, არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება.