„ეს ადამიანები ჩვეულებრივად, წამხალისებლები არიან იმ ექსტრემიზმის, იმ ძალადობრივი დაჯგუფებების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს. ჩვეულებრივად აფინანსებენ, არც ერიდებიან, არც მხარდაჭერას გამოხატვის ერიდებათ. იმავე ევროკავშირის ელჩი, ჩვეულებრივად ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი. ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილა. აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია. მისი ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ყველაფერი იმართება გარედან. გარედან შემოდის დაფინანსება. გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და ა.შ“,
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ევროკავშირის ელჩისა და აქტივისტების შეხვედრის შესახებ“.