ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემთხვევაში დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. ამერიკასა და ბრიტანეთთან ერთად ისინი ეკონომიკური ზომებისთვის მზად არიან, თუმცა მოსკოვთან მეტი დიპლომატიის სურვილს გამოხატავენ.
ბალტიისპირეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს სჯერათ, რომ ბლოკი თავადაცაა რუსეთის მიერ სხვადასხვა კუთხით თავდასხმის ობიექტი. ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერილი ძალების თავდასხმასაც არ გამორიცხავს.
“ნებისმიერი შემდგომი სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ გამოიწვევს მასშტაბურ შედეგებს და მწვავე საფასურს, საპასუხო ნაბიჯებს, მათ შორის შემზღუდავ ზომებს პარტნიორებთან კოორდინაციით”, – განაცხადეს ლიდერებმა სამიტის საბოლოო ოფიციალურ წერილში.
დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგაც აქვს სანქციები დაწესებული. სანქციების სამიზნე რუსეთის ენერგო, საბანკო და თავდაცვის სექტორებია.