ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.
“ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.
აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ”, – წერია განცხადებაში.