ევროპული საქართველოს ერთ–ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს, რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვის სივრცე, რაც საქართველოსთვისაც სავარაუდოდ დადებითად გადაწყდება.
ბოკერიამ პრემიერ–მინისტრ გახარიას ჰკითხა, რითი აიხსენება, რომ ამის პარალალურად, საქართველომ კიდევ 1 თვით ჩაკეტა ქვეყანა.
“თქვენმა მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ კიდევ 1 თვით ხურავთ რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. ვერ გავიგე, ამიხსენით, რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს? ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი: ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსენება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით, რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით”,– თქვა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.