ევროკავშირი დღეს უკრაინის ეკონომიკური დახმარების პირველ ტრანშს დაამტკიცებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე ინგლისურ და უკრაინულ ენებზე დაწერა, რომ დღეს ევროკავშირი განიხილავს, და სავარაუდოდ დაამტკიცებს უკრაინისთვის პირველი მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური დახმარების გამოყოფას.

უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ნაწილის გადაცემის შესახებ ევროკავშირმა მაისში გამოაცხადა.

“ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მოაგვაროს ქვეყნის  გადაუდებელი საჭიროებები. ევროკავშირი განაგრძობს ურაინის დახმარებას და გრძელვადიან მხარდაჭერას მისი რეკონსტრუქციისთვის “– წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.