ევროკავშირი რუსეთთან ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ შეთანხმებას აჩერებს

ევროკავშირს განზრახული აქვს რუსეთთან ვიზების გამარტივებულად გაცემის შესახებ შეთანხმება შეწყვიტოს, თუმცა ვიზების სრულად აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის არ იქნება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ფეისბუქზე დაწერა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრაღაში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე.

სიიარტო ამბობს, რომ ის სრული აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა სახელმწიფო. მისი თქმით, უნგრეთმა რუსეთთან ხელი მოაწერა ხელშეკურულებას 1 სექტემბრიდან გაზის დამატებითი მიწოდების შესახებ.