ევროკავშირმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
ბელარუსისთვის დამატებითი სანქციები ასეთია:
- SWIFT-დან გაითიშება სამი ბელარუსული ბანკი – Belagroprombank-ი, Bank Dabrabyt და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს. შეზღუდვები შეეხება მათ შვილობილ კომპანიებსაც;
- იკრძალება ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია რეზერვების ან აქტივების მართვასთან და ბელარუსში ვაჭრობისა და ინვესტიციების დაფინანსების უზრუნველყოფასთან;
- იკრძალება ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთეულების აქციების ევროკავშირის სავაჭრო ობიექტების სიაში შესვლა და მომსახურების მიწოდება;
- იკრძალება ბელორუსის მოქალაქეების ან რეზიდენტებისგან 100 000 ევროზე მეტი დეპოზიტის მიღება და ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ბელარუსიდან ევროკავშირში ფინანსების შედინებას. ასევე, იკრძალება ბელარუსისთვის ევროს ბანკნოტებს მიწოდება.
რუსეთისთვის დამატებითი სანქციები იქნება:
წესდება ახალი შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციისა და რადიოკავშირის ტექნოლოგიების ექსპორტზე, ემატება რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების სიაში.
- დასანქცირდება კიდევ 14 ოლიგარქი, ცნობილი ბიზნესმენი და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ჩართული არიან ძირითად ეკონომიკურ სექტორებში და უზრუნველყოფენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთისთვის, განსაკუთრებით მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტულ, ტელეკომის და ციფრულ ინდუსტრიებში.
- შეზღუდვები დაწესდა რუსეთის საბჭოს 146 წევრისთვის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას.
მთლიანობაში, ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ეხება სულ 862 ფიზიკურ პირსა და 53 სუბიექტს.